ზე მეტი ევაკუატორი და თანაც ყველა კატეგორიის. თუ ობობა, სტანდარტული, დიდი, სპეც-ტექნიკის, სლაიდი ან ცხვირამწე ევაკუატორი დაგჭირდათ, ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა დახმარებისთვის.

რატომ უნდა აირჩიოთ Evakuatorebi.ge?

  • ჩვენ მუდამ გვყავს თავისუფალი ევაკუატორი, დღის რა პერიოდიც არ უნდა იყოს.
  • ჩვენი ევაკუატორი თქვენს ლოკაციამდე ყველაზე სწრაფად მოვა, რადგან მუდამ გვყავს მთელი ქალაქის მასშტაბით თავისუფალი ევაკუატორები და თქვენამდე მოვა ყველაზე ახლოს მყოფი. ჩვენ არ გვაქვს რაღაც ერთი განსაზღვრული, საბაზო წერტილი, საიდანაც უნდა გავიდეს ევაკუატორი. ჩვენი ევაკუატორები მუდმივად მოძრაობენ ქალაქის მასშტაბით და გამოძახების მომენტში თქვენთან შორი-ახლოს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი.
  • ჩვენი ფასები დაბალია. თუ გნებავთ, თავად შეადერეთ ჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეთ.
  • ჩვენ გვყავს მხოლოდ პროფესიონალი და მრავალი წლის გამოცდილების მქონე კადრები, როგორც უშუალოდ ევაკუაციის განმახორციელებლები, ასევე მენეჯმენტის, საოპერატორო გუნდში.
  • ჩვენს განკარგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი, ამიტომ რა სირთულის დავალებაც არ უნდა იყოს შესასრულებელი, ჩვენ მას აუცილებლად შევასრულებთ.
  • პირადი მენეჯერი, რომელიც შეკვეთის დასრულებიდან დამთავრებამდე ნებისმიერ მომენტში ხაზზე იქნება და პირადად გააკონტროლებს შეკვეთის შესრულების პროცესს.

როგორ გავიგო, რა ტიპის ევაკუატორი მესაჭიროება?

როგორც წესი, მომხმარებელმა წინასწარ იცის ხოლმე, თუ რა კატეგორიის ევაკუატორი სჭირდება, თუმცა ისეც ხდება, რომ მომხმარებელი იძახებს არასწორი ტიპის ევაკუატორს და ამის გამო ჩვენთვისაც და თავისთვისაც პრობლემას იქმნის.

ძირითადად ხდება სტანდარტული, პატარა ევაკუატორის გამოძახება, დაახლოებით 80-90% შემთხვევებში. დარჩენილი ნაწილის უდიდესი წილი უკავია ობობა ევაკუატორს და სწორედ აქ უშვებს ხოლმე მომხმარებელი შეცდომას. როდესაც ავტომობილი ძლიერაა დაზიანებული ან მისი რომელიმე ბორბალი არ მოძრაობს, შეუძლებელია მისი აგორება ევაკუატორის პლატფორმაზე – ასეთ დროს აუცილებლად გვჭირდება ამწე-მანიპულატორიანი ე.წ. ობობა ევაკუატორი.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ოპერატორი წინასწარ დაგისვამთ რამდენიმე მარტივ კითხვას და დარწმუნდება, თუ რომელი ტიპის ევაკუატორია გამოსაშვები – ჩვენთან თანამშრომლობით შეცდომას არ დაუშვებთ!

როგორ გამოვიძახო ევაკუატორი მაქსიმალურად სწრაფად?

ჩვენთან კომუნიკაცია შესაძლებელია ნებისმიერი შესაძლო არხით. როდესაც საქმე ევაკუატორის გამოძახებას ეხება, როგორც წესი ეს ემერჯენსი სიტუაციაა და დაუყოვნებილ რეაგირებას მოითხოვს – ასეთ დროს სატელეფონო ზარზე სწრაფი არაფერია. ხოლო თუ დრო ასეთი მნიშვნელოვანი არაა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი გზებით: Whatsapp, Viber, E-mail, Facebook, Instagram, Google Business Chat.

როგორ ხდება ანგარისწორება?

მომსახურების საფასურის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი შესაძლო ხერხით. ნაღდი ანგარისწორებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ინვოისის საფუძველზე და სხვა. ჩვენ წინასწარ არ ვითხოვთ არანაირი თანხის ჩარიცხვას. ანგარისწორება ხდება უშუალოდ გადაზიდვის დასრულების შემდეგ.

სად და როდის შემიძლია ევაკუატორის გამოძახება?

ჩვენი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. კი, მართალია, ჩვენი ევაკუატორების უმეტესობა წარმოდგენილია სწორედ დედაქალაქში, თბილისში, თუმცა საკმაო რაოდენობის ევაკუატორები გვყავს მთელი საქართველოს მასშტაბით და თქვენი შეკვეთა შეუსრულებელი ნამდვილად არ დარჩება. დაგვირეკეთ რომელი საათიც არ უნდა იყოს, კვირის ნებისმიერ დღეს, ოფიციალური დასვენებების დღეებშიც კი – ჩვენ მუდამ მზად ვართ დახმარებისთვის.

ევაკუირების გარდა სხვა სერვისებიც თუ გაქვთ?

ჩვენი სერვისების კატალოგი მხოლოდ ავტომობილების ევაკუაციით როდი შემოიფარგლება. ჩვენ გთავაზობთ სხვა მრავალ სერვისს, როგორებიცაა: საწვავის მიწოდება, ფხიზელი მძღოლის სერვისი, საბურავის გამოცვლა-შეკეთება ადგილზე, საწვავის მიწოდება და სხვა. მოკლედ, თუ გზისპირას რაიმე პრობლემა შეექმნა თქვენს ავტომობილს, თამამად შეგიძლიათ დაგვიაკვშირდეთ. ჩვენ უმოკლეს დროში მოვალთ!

მოდით შევაჯამოთ, თუ რატომ უნდა დაგვირეკოთ ჩვენ, როდესაც თქვენს ავტომობილს დახმარება ესაჭიროება. პირველ რიგში, ეს სისწრაფეა. როგორც წესი, მომხმარებლებისთვის ეს ნომერ 1 ფაქტორია, რადგან ხშირად ავტომობილი უხერხულ ადგილასაა გაჩერებული და მისი გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს. მეორე, იაფი სერვისია. მესამე კი საქმის შესრულების უმაღლესი დონე.

თუ ევაკუატორი დაგჭირდა, დამახსოვრება საკმაოდ მარტივია – Evakuatorebi.ge…